
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღის შეჯამებას Facebook-ზე აქვეყნებს. ომბუდსმენი კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება:
დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:
სახალხო დამცველმა აიღო ხელისუფლოების მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება მრტ, კტ, დუპლერ სკანირების აპარატი;
1. ექსპერტები წავიდნენ ციხის საავადმყოფოში და შეამოწმეს, იყო თუ არა ადგილზე აღნიშნული აპარატურა;
აღმოჩნდა, რომ არ იყო, რის შესახებაც საჯაროდ დავწერეთ;
ამას მოყვა შემდეგი რეაქციები:
დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად მიკერძოებული;
2. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღარ დაუშვებენ, რომ სახალხო დამცველი აღარ იყოს პარტიის კონტროლის ქვეშ;
3. დედაქალაქის მერმა ნერვიულად გადაიხარხარა...
რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი... :))), - წერს ნინო ლომჯარია.