
"სირცხვილია, იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთი პრეზიდენტი მოკლა და ახლა მეორესაც სიკვდილისკენ მიაქანებს" - ამის შესახებ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა "მთავარი არხის" გადაცემაში, "მთავარ აქცენტებში" გააკეთა. ასათიანმა გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე ისაუბრა:
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ... ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უნდა გადარჩეს, სირცხვილია, იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთი პრეზიდენტი მოკლა და ახლა მეორესაც სიკვდილისკენ მიაქანებს, ეს არის სირცხვილი და ეს უნდა გაიაზროს ყველამ... მეორე მხარეს დგანან ის ადამიანები, რომლებიც დღეს ვიხილეთ, ბრბო, სამწუხაროდ ეს არის ბრბო და როცა ბრბო იწყებს ქვეყნის მართვას, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს, - თქვა მაია ასათიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 25-ე დღეა, რუსთავის საპატიმროში შიმშილობს.