"პრეზიდენტი, შიმშილობის გამო, შეიძლება მოკვდეს, ამას მათივე შთამომავლობაც კი არ აპატიებენ... ეს იქნება, ისტორიული კეთროვანი, როგორც არის თენგიზ კიტოვანი" - ლაშა ბუღაძე

გამოქვეყნდა:

"პრეზიდენტი, შიმშილობის გამო, შეიძლება მოკვდეს, ამას მათივე შთამომავლობაც კი არ აპატიებენ... ეს იქნება, ისტორიული კეთროვანი, როგორც არის თენგიზ კიტოვანი" - ამის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს.

ლაშა ბუღაძემ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და შიმშილობაზე ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, ვინ როგორ არის განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ყველაფერი ეს ცდება სიმპატიებსა და ანტიპატიებს და პოლიტიკურ კონტექსტსაც, გადადის ისტორიის სიბრტყეში. ყველა გრძნობს, რომ ახლა ხდება, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ისტორიული ამბავია და ეს ეხებათ მათაც. თუ აქ ვიღაც ვერ აცნობიერებს, რამხელა ამბავია და რამხელა კონცენტრაციაა სააკაშვილის ფიგურაზე და საქართველოზე, ის ნამდვილად არის ბრიყვი და არიან ასეთი ბრიყვები, - თქვა ლაშა ბუღაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 25-ე დღეა, რუსთავის საპატიმროში შიმშილობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი