
"დღეს, სააკაშვილის სიცოცხლე, პირადად ჩემთვის, დგას ყველაფერზე მაღლა" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს.
გასიგრძეგანებული მაქვს ის ამბავი, რომ ჩვენ ამას, ამ ფატალურ დასასრულს, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, ვერც ინდივიდუალურად ვერ გადავხარშავთ, შეუძლებელია, ეს მოვინელოთ და ვერც როგორც ერი. ამიტომ დღეს, სააკაშვილის სიცოცხლე, პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, დგას აბსოლუტურად ყველაფერზე მაღლა. არ უნდა დავუშვათ ეს, წარმოუდგენელია, რომ ეს დავუშვათ. ამას მართლა ვერ გადავიტანთ, - ამბობს ეკა კვესიტაძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 25-ე დღეა, რუსთავის საპატიმროში შიმშილობს.