"ეს არის ამ ხელისუფლების სამარცხვინო და აგონიური სახის დემონსტრირება" | ოპოზიცია რუსთავის ციხესთან გამართულ კონტრაქციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ ციხეში მყოფი მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციას ოპოზიციაში აფასებენ. ხელისუფლებამ რუსთავის ციხესთან გუშინ საჯარო მოხელეები და კრიმინალური მენტალიტეტის მოქალაქეები ავტობუსებით ჩაიყვანა იმისთვის, რომ 9 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მამრთველობა გაეპროტესტებინათ. 

"ლელო - საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ეს ხელისუფლების სამარცხვინო და აგონიური სახის ყველაზე კარგი დემონსტრირებაა.

"ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული კონტრაქციები არის ამ ხელისუფლების სამარცხვინო და აოგნიური სახის ყველაზე კარგი დემონსტრირება, იმიტომ, რომ ისინი არიან პანიკაში, მათ იციან, რომ ხელისუფლება უკვე დაკარგეს, მათ სააკაშვილის პატიმრობა უნდათ ამ პირადი ღვარძლისთვის და შურისძიებისთვის", - თქვა "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, საბა ბუაძემ. 

ამასთან, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან კონსილიუმი მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსების რეკომენდაციას იძლევა, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე მისი პირადი ექიმისა და ადვოკატებისთვის, რადგან მე-18 ციხის დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვისაა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი