დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით საერთო ინფიცირებაში დაახლოებით 15% მოზარდებზე მოდის. მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდით სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 10-ია.
"დაახლოებით 15% არის ინფიცირებული მოზარდების საერთო ინფიცირებაში ამ ხნის განმავლობაში, 103 927 18 წლამდე ბავშვი და მოზარდია ინფიცირებული, აქედან 6 979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და სამწუხაროდ, 9 გვქონდა ლეტალური გამოსავალი ბავშვებსა და მოზარდებში. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, დანარჩენ ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება", - თქვა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 953 გამოჯანმრთელდა.