ზუგდიდში ყოფილი სპორტსმენები, სუს-ის ჯგუფები და მოძველბიჭო ადამიანები ჩამოიყვანეს - ანა წითლიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის თქმით, ზუგდიდში ხელისუფლებამ სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის ყოფილი სპორტსმენები, ე.წ. მოძველბიჭო ადამიანები და სუს-ის ჯგუფები მოაბილიზა.

მისი თქმით, "ოცნება" ცდილობს ხალხში შიში დათესოს, რომ მეორე ტურზე აქტივობა დაბალი იყოს.

"ზუგდიდში ჩამოყვანილია სხვადასხვა ჯგუფები, ეს არინ ყოფილი სპორტსმენები, ეს არიან ე.წ. მოძველბიჭო ადამიანები, სუს-ის ჯგუფები, ისინი განაწილებულები არიან მთელი ზუგდიდის მასშტბით, არ არსებობს საოჯახო სასტუმრო, სადაც ესენი არ არიან. ამ ადამიანების ჩამოყვანის ძირითადი მიზანი ეხლა არის ის, რომ შეძლონ ხალხში შიშის და პანიკის დათესვა, რომ მეორე ტურზე აქტივობა იყოს დაბალი", - თქვა ანი წითლიძემ. 

ცნობისთვის, ზუგდიდში ხვალ ოპოზიცია აქციას სახელწოდებით - "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის" გეგმავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი