
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომრეობა, შესაძლოა ქირურგიული ჩარევის საჭიროების გარეშეც დამძიმდეს.
"ჯანდაცვის მინისტრს თუ დავუჯერებთ, მოშიმშილე ადამიანს, თუ ოპერაცია არ დასჭირდა ამ შემთხვევაში არ გადაიყვანენ კლინიკაში. ოპერაციის გარეშეც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაჭირდეს. [ჯანმრთელობის მდგომარეობა] კრიტიკულად მძიმე უკვე იყო, რეანიმატოლოგებმა გადაარჩინეს მისი სიცოცხლე და ამისთვის მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მადლობას უხდის მათ",-თქვა გიორგი გელხაურმა.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭიროება არ აქვს, რომ კერძო კლინიკაში იქნას გადაყვანილი. მისივე თქმით, "თუ პაციენტ სააკაშვილს დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა და იქნება სამედიცინო ჩვენება, გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ იქნება მიღებული".