
ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან კონტრაქციის მონაწილეები ხელისუფლებამ ქუთაისიდან ჩაიყვანა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ადგილზე შეკრებილები მეტადონის პროგრამაში არიან ჩართული და ხელისუფლება მათ სათავისოდ იყენებს.
"ესენი არიან სუს-თან მოთანამშრომლე ადამიანები. განსაკუთრებით ის, ვინც ჩაბმული ჰყავს ხელისუფლებას სამწუხაროდ, მეტადონის პროგრამაში და იყენებს ამ ადამიანებს. ჩვენ დაზუსტებით ვიცით, ჩვენმა ბევრმა თანამოქალაქემ მოგვმართა, რომ ქუთაისიდან შეკრიბეს და ორი ავტობუსით წავიდნენ. ამ ადამიანებს პირდაპირ ფული აქვთ აღებული სუს-ისგან", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 25 ოქტომბერს, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ქუთაისიდან ჩამოსულმა ადამაიანებმა მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მეტადონის პროგრამაში არიან ჩართული.