"გამარჯვება არის გარდაუვალი!" | თბილისის მთავრობის კოალიციური გუნდი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნდა:

თბილისის კოალიციური მთავრობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ოპოზიციის ლიდერები დღეს რამდენიმე ლოკაციაზე მივლენ და მოქალაქეებს 30 ოქტომბერს კოალიციური მთავრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ, შინდისში, წავკისში, ტაბახმელაში, ოქროყანასა და კიკეთში.

თბილისში მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა, რომ გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომლის მოგვარებასაც პოლიტიკური ნება სჭირდება. 

"თბილისს შემოერთებულ სოფლებში, შინდისი, წავკისი, ტაბახმელა, ოქროყანა, კიკეთი, დღეს გვექნება ბევრი და აქტიური შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. უკვე დილიდან აქ ვართ და გამოიკვეთა იმ სახის პრობლემა, რომელიც პოლიტიკურ ნებას და ყურადღებას საჭიროებს...

დედაქალაქის მერია არ უნდა ეკუთვნოდეს, ცალკე აღებულ არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ყველას უნდა ჰქონდეს განცდა და აღქმა, რომ დედაქალაქის მერია არის ყველა თბილისელის. მრავალფეროვნება კოალიციური სახით ამიტომ მომწონს მე და აბსოლუტურ უმრავლესობას", - თქვა ნიკამელია.

თვითმმართევლობის ადგილობრივი არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი