"50 ლარსაც ჩამოგიდებენ ჯიბეში" - "ოცნების" აქციაზე მისასვლელად პარტია აჭარლებს ფულს სთავაზობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დაგეგმილ აქციაზე მისასვლელად მმართველი პარტია აჭარლებს 50 ლარს სთავაზობს. პარტიამ აქციის მონაწილეების მობილიზება სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს დაავალა.

"მთავარმა არხმა" საჯარო მოხელეებისა და მათი ხელმძღვანელების მიმოწერა მოიპოვა, რომელშიც ჩანს, რომ ხელმძღვანელები თანამშრომლებს ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას აიძულებენ.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი აქციაზე არ მივლენ, ხელმძღვანელები მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. ამასთან, აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ მათ 50 ლარს ურიგებენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი