"მთავარის" ინფორმაციით, "ოცნებამ" კობალაძეს ზუგდიდში პროვოკაციების მოსაწყობად სპეციალური ჯგუფის შექმნა დაავალა

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში ხმების მობილიზებისთვის მმართველ პარტიას დამატებითი ჯგუფი გადაჰყავს. "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდში, გენერალი კობა კობალაძე გამოიძახა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კობალაძეს ყოფილ ძალოვნებსა და ხელისუფლებას შორის მომლაპარაკებლის როლი ეკისრება, მეორეს მხრივ კი, მას კონკრეტული ჯგუფის შექმნა დაევალა, რომელიც არჩევნების დღეს იმ უბნებზე, სადაც შეამჩნევენ, რომ არჩევნებს აგებენ, გარკვეული სახის პროვოკაციებს მოაწყობს.

"მთავარი არხისთვის" ასევე ცნობილია, რომ კობალაძე ფარულად ხვდება ვეტერანთა წარმომადგენლებსა და პარტიზანული დაჯგუფების წევრებს.

კობა კობალაძე დაჯგუფება "ტყის ძმების" მეთაურის სახლშიც იმყოფებოდა, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით უარყო და სიცრუე უწოდა.  

"თქვენ ბევრი არასწორი ინფორმაცია გაქვთ, არავითარ საარჩევნო კამპანიაში ჩართულობა არ მეხება. არასწორი ინფორმაცია გაქვს, ემა.

იტყუები და არ გეკადრება..არასწორი საინფორმაციო წყარო გაქვთ, რომელიც აწყობილია დესტაბილიზაციასა და ცრუ ინფორმაციაზე. ერთი მაინც მანახე, რომელიც დავიბარე ან რამე ვუთხარი საარჩევნო მიმართულებით.

ჯერ ერთი ამალით არ დავდივარ,  5 დღით ადრე არა, თვენახევრის წინ ვიყავი აქ, ორი კვირის წინ ვიყავი აქ....შენი ფანტაზიის ნაყოფი ჩემთვის არაფერს ნიშნავს", - ამბობს კობალაძე.

ინფორმაციას არც "ტყის ძმების" ყოფილი ლიდერი ადასტურებს და ამბობს, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე კობა კობალაძე და დავით შენგელია იმიტომ შეხვდნენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთი "მოენატრათ".

"ჩემი სტუმრობის მიზეზია, მოგვენატრა ერთმანეთი და ვხვდებით ერთმანეთს. რატო, ემა ამ ქალაქში ვცხოვრობთ მე და შენ, პირველად ნახე ჩემთან სტუმრები", - თქვა დავით შენგელიამ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი