
ამ კვირიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა იწყება. ოპოზიცია ივანიშვილს გუნდს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მასში მონაწილეობას, დავუჭერთ მხარს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული. ეს გავიმეორეთ არაერთხელ, იცის ყველამ, მათ შორის, "ქართული ოცნების" ყველა წევრმა და თავად ბიძინა ივანიშვილმა, იციან საერთაშორისო პარტნიორებმა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს, თუკი არ შესრულდა შეთანხმება მთლიანად. თუკი ჩვენ გარეშე იქნა მიღებული, ანუ ყველა პარტიის გარეშე, რომელიც ფაქტობრივად არის ერთსულოვანი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ეს არჩევნები არ იქნება კონსესუსზე აგებული, - აცხადებს "ნაციონალური მოძღაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომან გოცირიძე.
კონსტიტუციის საყოველთაო განხილვა ღია ეთერში მოხდება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს. სახალხო განხილვის შემდეგ, პროცესი ისევ პარლამენტში გადაინაცვლებს. გეგმის მიხედვით, ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები ივნისის ბოლომდე უნდა შევიდეს.