"მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპეში, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის დროს დააზიანა" | პენიტენციურის განცხადება

გამოქვეყნდა:

"მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის დროს დააზიანა" - ასე ხსნიან პენიტენციურ სამსახურში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საკნის ფანჯრების დაბურვას, რის შესახებაც მედიას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და სენაკის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ შეატყობინა. 

"პენიტენციური სამსახური ეხმიანება, ნაციონალური მოძრაობის” წევრის კობა ნაყოფიას ბრალდებას, თითქოს, ციხის ადმინისტრაციამ დაწესებულების მესამე სართულზე რემონტი ჩაატარა და მიხელ სააკაშვილის საკნის ფანჯრები დაბურა. განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გაცნობებთ, რომ მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულა/მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს" ,- წერია განცხადებაში. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი