"ფანჯრები დაბურეს, მიმსვლელებს წერილს აღარ გამოატანენ" - მიხეილ სააკაშვილს ციხეში ახალი შეზღუდვები დაუწესეს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას თქმით, სატელეფონო ზარების აკრძალვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს კიდევ რამდენიმე შეზღუდვა დაუწესეს.

მისი თქმით, მნახველები ციხიდან მესამე პრეზიდენტის წერილის გამოტანას ვეღარ შეძლებენ. წერილის გავრცელებას ის სავარაუდოდ, მხოლოდ ფოსტით ან ადვოკატების მეშვეობით მოახერხებს.

"დღეს არის ახალი ნოუ-ჰაუ, დამხვდა ახალი ამბვი, ამით უნდა დაგვეწყო ალბატ, იცით კარგად რომ, მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, ვერსად ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარებს, ანუ მისი ხმის ეშინიათ. ყველა ფანჯარა დაბურეს, ყველა ფანჯარა შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც კამერამ ვერ ნახოს. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

დღევანდელი ამბავი არის ის, რომ მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ. პირდაპირ როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს, მე პირადად რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და ეს შეიძლება, გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა ალბათ რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა, ან ადვოკატი", - თქვა კობა ნაყოფიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ხმის და გამოჩენის ისედაც ეშინოდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მისი კალიგრაფიისაც ეშინია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი