ციხე სუს-ის და შსს-ს დაქვემდებარებაშია... მიშას გადაყვანა ციხის საავადმყოფოში დაუშვებელია... - გიორგი რურუა

გამოქვეყნდა:

"ციხე დიდი ხანია პენიტენციურ სისტემიდან გადავიდა სუს-ის და შსს-ს დაქვემდებარებაში. ჩემს დროს სუსიც და შსს აკონტროლებდა ყველაფერს... ახლა რუსები და ბიძინა რომელი სამინისტროს ხელით დაგეგმავს მიშას ლიკვიდაციას, სუსში თუ შსს-ში ჩანერგილი ტიპებით, ამას აღარ ექნება მნიშვნელობა. ყველაფერს პენიტენციურ სამსახურს დააბრალებენ", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა Facebook-ზე წერს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა დაუშვებელია. 

ციხიდან კერძო საავაადმყოფოში გადაყვანა საკუთარი სახსრებით ჩვეულებრივი ამბავია, განცხადებას დაწერ, ექიმი რეკომენდაციას მოგცემს და ეგაა, ასე ხდება წესით. მე პირადად წელიწადი მომიწია ლოდინი, გასაგებიც არის რატომ. რაც შეეხება მიშას, ეს ერთმნიშვნელოვნად ანაგარიშსწორებაა მის მიმართ, მხდალი ადამიანების მხრიდან. ციხე დიდი ხანია პენიტენციურ სისტემიდან გადავიდა სუს-ის და შსს-ს დაქვემდებარებაში. ჩემს დროს სუსიც და შსს აკონტროლებდა ყველაფერს. ჩემზე თავდასხმაც ერთ-ერთის ორგანიზებით მოხდა. ახლა რუსები და ბიძინა რომელი სამინისტროს ხელით დაგეგმავს მიშას ლიკვიდაციას, სუსში თუ შსს-ში ჩანერგილი ტიპებით, ამას აღარ ექნება მნიშვნელობა. ყველაფერს პენიტენციურ სამსახურს დააბრალებენ. ამიტომ მიშას გადაყვანა ციხის საავადმყოფოში დაუშვებელია. ის დღეს პატიმარია, პოლიტიკური ტყვე, ბიძინას პირადი ტუსაღი. და მაინც არ დაავიწყდეს პრემიერს, როდესაც სხვა პატიმრებს ადარებს, რომ მიშა ქვეყნის მესამე პრეზიდენტია. თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, - წერს გიორგი რურუა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი