
#თავისუფლებამიშას - სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის სამ ლოკაციაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქტივისტებმა წარწერა მეტეხის ეზოში, თავისუფლების მოედანსა და პარლამენტის წინ დადგეს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.



ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა და ის ციხეში უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.