
ქართული ოცნებაში სრული მობილიზებაა გამოცხადებული. რეგიონებში უკვე მივლენილი არიან მმართველ გუნდთან დაახლოებული გავლენიანი პირები კონკრეტული გეგმით. ყველა ქალაქში, სადაც ივანიშვილის კლანი დამარცხდა, კონსპირაციული შტაბია გახსნილი საგანგებო ჯგუფის სამართავად.
ამომჩველების ხმების მობილიზებაში ჩართული არიან "ოცნების" მართვადი კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. ძველი ბიჭეები და საჯარო მოხელეები, ყველა ვინც "ქართული ოცნების" მმართველობით დივიდენდებს იღებს. სამეგრელოში, არჩევნების მეორე ტურში, ხმების მობილიზაციისთვის გადამწყვეტი ბრძოლა უკვე დაიწყო. ამისთვის ზუგდიდში ქართულმა ოცნებამ არაფორმალური შტაბები შექმნა.
კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად ხელისუფლებას საჯარო მოხელეებიც აქტიურად ეხმარებიან. პირველ ეტაპზე მათი ამოცანა, ამომრჩევლის პირადობის მოწმობების წართმევაა, რომელიც ნებისმიერი გზით-შანტაჟით ან მუქარით უნდა მოიპოვონ.
სწორედ სამეგრელოში გადავიღეთ გენერალი კობა კობალაძე, რომელიც მოსახლეობის დასაშინებლად ზუგდიდში გამოიძახეს. გენერალი კობალაძე ახლა კონსპირაციის დაცვას ცდილობს და თავს ტყის ძმების ყოფილი მეთაურის, დათო შენგელიას შტაბს აფარებს. სწორედ შენგელიას შტაბში მიმდინარეობს ფარული შეხვედრები ვეტერანებთან, ყოფილი პარტიზანული დაჯგუფების წევრებსა და ძველ ბიჭებთან მართავს, ვინც სპეციალური ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩაერთოს.
სავარაუდოდ იმ უბნებზე, სადაც ხელისუფლება აგებს, პროვოკაციებით არჩევნების ჩაშლას ან ამომრჩევლის დაშინებას ეცდებიან. ამი ს გამოცდილება ტყის ძმების მეთაურის მეგობრებს უკვე აქვთ.