"ოცნების" შერჩევითი სამართალი | სამოქალაქო კლინიკებში მკურნალობის პრაქტიკა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური შურისძიება მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები სამოქალაქო საზოგადოებას არ უტოვებს ეჭვის საფუძველს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური მძევლის წინაღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ მიმართვაში "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები, პრეზიდენტის უფლებები და უსაფრთხოება.

პენიტენციური დაწესებულებებიდან მხოლოდ 2020 წელს 507 პატიმარი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს - ეს არის ოფიციალური რიცხვი, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ეს მაშინ, როცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადავა, რადგან ის რიგითი პატიმრისგან არ განსხვავდება. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური შურისძიების მცდელობა ცალსახაა. მმართველ გუნდს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მესამე პრეზიდენტს, რომელიც უკვე არის სპეციალიზებული დაწესებულების პატიმარი ისე ვერ მოეპყრობა, როგორც ნებისმიერ მსჯავრდებულს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი