
გერმანიიდან დეპორტირებული მოქალაქე ხელისუფლებას სამსახურს სთხოვს. სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე მთავართან ინტერვიუში ყვება, რომ მას გერმანიაში მუშაობის მუდმივი უფლება ჰქონდა, თუმცა ქართულმა მხარემ იძულებით დააბრუნა საქართველოში.
დეპორტირებული მოქალაქე ახლა 14 დღიან კარანტინში იმყოფება. თუმცა სავალდებულო კარანტინის დასრულდების შემდეგ, არ იცის სად უნდა წავიდეს, რადგან არც საცხოვრებელი სახლი და არც სამსახური აქვს.
საქართველოს ხელისუფლებამ, სახელმწიფომ მოგვითხოვა, რომ თქვენ დაბრუნდეთ თქვენს ქვეყანაშიო. ათ დღეში უკვე გამოვალთ კარანტინიდან. მოგვეცით სამსახური, რამით დაგვასაქმეთ. სამსახური რომ გვექნება ბინასაც ვიქირავებთ. ჩამომართვით საქართველოს მოქალაქეობა და მორჩა, შემეშვით! საქართველოში მე მაინც არაფერი გამაჩნია, რისთვის ჩამომიყვანეთ აქ? ჩამომიყვანეთ? დამასაქმეთ! - აცხადებს გერმანიიდან დეპორტირებული გურამ მენაბდიშვილი.
დეპორტაცია გერმანიიდან რამდენიმე დღის წინ მოხდა. საქართველოს 33 მოქალაქე ქვეყანაში ხელისუფლების მოთხოვნით დააბრუნეს.