
"დღეს მეც მიშა ვარ" - ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა დღეს ბათუმში. აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ქვეყნის სიყვარულისთვის და იმ მაშტაბური ცვლილებებისთვის ისჯება, რომელიც მან, 2003-2012 წლებში განახორციელა.
ჩვენც იგივე დამნაშავეები ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გათავისუფლდეს ოლიგარქისგან - ჩვენც დაგვიჭირეთ, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა.