"ჩვენ გვინდა შური ვიძიოთ? ვერ გავარკვიეთ. ნუ შიმშილობს მერე, ჭამოს ეს საჭმელი, მშვენიერი საჭმელია იქაც... რას აპროტესტებს? ჩვენ რატომ გვინდა შური ვიძიოთ? ჩვენ საერთოდ არ გვინდა, რომ შიმშილობდეს. ისიც არ გვინდა, რომ შიმშილის გამო საერთოდ რომელიმე არა მხოლოდ კერძოში, არამედ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდეს".
- ამბობს "პალიტრას" ეთერში "ქართული ოცნების" წევრი და დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც უკვე 27-ე დღეა, რუსთავის ციხეში შიმშილობს.