"არ უთქვამთ რის გამო და რისთვის მივდივარ" - აქციაზე დასასწრებად ბათუმიდან ავტობუსები დაიძრა

გამოქვეყნდა:

გადამწყვეტ არჩევნებამდე 3 დღით ადრე ხელისუფლება საპროტესტო აქციით ქუჩაში გამოდის. "ოცნებამ" კონტრაქციზე ჩამოსასვლელად რეგიონებიდან სამარშრუტო ტაქსებით მოსახლეობის დედაქალაქში წამოყვანა უკვე დაიწყო. 

ბათუმში ხელისუფლებამ მხრდამჭერები დილის 6 საათზე მოაბილიზა. თბილისში წამოსაყვანად ხელისუფლებამ კომპანია "მეტროს" ავტობუსები გამოყენა, რომლის ფლობელიც "ოცნებასთანაა" დაკავშირებული. 

ადგილზე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები, აიპ-ებისა და სიპ-ების წარმომადგენლები.

"არ უთქვამთ კონკრეტულად რის გამო და რისთვის მივდივარ, ალბათ "ოცნებასთან" დაკავშირებით რაღაც არის. არ ვიცი ზუსტად, თბილისში არისო ესე მითხრეს, მეგობარმა მითხრა, 41-ში მუშაობს", - ამბობს ერთ-ერთი მონაწილე. 

ცნობისთვის, აქციის დაწყებას "ქართული ოცნება" 5 საათზე გეგმავს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი