"რესურსი, საწვავი, ყველაფერი მივიღეთ, კაცზე საჭმელი 30 ლარი" - სოფელ ყარაჯალას რწმუნებულს აქციაზე

გამოქვეყნდა:

სამთავრობო აქციაში მონაწილეობისთვის საჯარო მოხელეების მობილიზაციას დილიდან იწყებენ კახეთშიც -
რეგიონის მასშტაბით, პარტია საჯარო სექტორში დასაქმებულებს უკვე 3 დღეა ემუქრება, რომ თუ აქციაზე არ წავლენ, სამსახურს დაკარგავენ. უკვე გარკვეულია, რომელი სოფლიდან რა რაოდენობის ადამიანი უნდა იდგეს  თავისუფლების მოედანზე.

სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულების სამთავრობო აქციაზე ჩაყვანის ბრძანება, სამი დღის წინ, წინანდალში პრემიერმა და პარტიის თავმჯდომარემ, შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პირადად გასცეს.

"80 კაცია დაფიქსირებული, რესურსი, საწვავი, ყველაფერი არის, კაცზე საჭმელი 30 ლარი, 11 საათზე მიბრძანდებით და საქმის კურსში იქნებით ყველანი", - ამბობს სოფელ ყარაჯალას რწმუნებული. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასე მოსყიდული ადამიანების მუსშტი მოხვდება ხელისუფლებას 30 ოქტომბერს ცხვირში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი