"ცოცხების აქციის" შემდეგ ფარნა "ოცნების" მხარდასაჭერად თბილისში მოდის - მობილიზება შიდა ქართლში

გამოქვეყნდა:

სოფლებისა და დაბების გამგებელები, დეპუტატები, მუნიციპალიტეტის მერები - ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელფასს თქვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებს დღეს "ოცნების" გეგმის გარშემო ერთიანდება. 

ქუდზე კაცი თავისუფლებაზე - ესაა ბრძანება, რომელიც შიდა ქართლში ჩინოვნიკებმა მიიღეს და მის შესრულებასაც უკვე შეუდგნენ.

მოქალაქეებს დღეს "ხაზის მარშუტკებიც" არ მოემსახურებიან, არ იმუშავებენ საჯარო მოხელეებიც. 

"ცოცხების" აქციის შემდეგ ხელისუფლების მხარდასაჭერად ამჯერად თბილისში მოდის ფარნა მახოხაშვილი.

"მე მივდივარ იმიტომ, რომ მე ვარ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, სამუშაო საათებში არ მივდივარ, იმიტომ, რომ შვებულება მაქვს დაწერილი. რა ძალა გადგიათ, მოდიხარი, მოდიხართ, ინტერვიუს გაძლევთ, მერე ნახევარი საქართველო გლანძღავთ ხო?!", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

საჯარო სამსახურებში დასაქმებულები ამბობენ, რომ შვებულება აქვთ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი