"სატირალში მივდივართ" - "ოცნებამ" საჯარო სამსახურებში დასაქმებულები სამეგრელოდან თბილისში წამოიყვანა

გამოქვეყნდა:

განსაკუთრებული მობილიზაციაა გამოცხადებული სამეგრელოშიც. სამუშაო დღის მიუხედავად საჯარო სამსახურები დილიდან დაცარიელებულია. "ქართულმა ოცნებამ" საჯარო მოხელეები სამთავრობო აქციაში მონაწილეობისთვის დედაქალაქში წამოიყვანა.

სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ნაწილი ამბობს, რომ თბილისში წასულ თანამშრომლებს შვებულება აქვთ, ნაწილი კი კითხვას ირონიულად პასუხობს და ამბობს, რომ "სატირალში" მიდიან.

"ოცნების" მხარდამჭერების ნაწილი ავტობუსებისა და ხალხის მობილიზებას ისევ უარყოფს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი