მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა - რადაში სალომე ზურაბიშვილის სახელზე ერთობლივ წერილს ამზადებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინული რადას დეპუტატები და მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ერთობლივ წერილს ამზადებენ. ამის შესახებ "მთავარ არხს" რადას დეპუტატმა, ოლექსანდრ კაჩურამ განუცხადა. ის გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და უკრაინელი ადვოკატის არშემოშვებას ქვეყანაში და განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარი მოქალაქის ინტერესების დაცვისთვის ყველაფერს გააკეთებს: 

უკრაინის ნებისმიერი მოქალაქის სუვერენული უფლებების დარღვევას შესაბამისად ვუპასუხებთ და მის უფლებებს დავიცავთ. ეტყობა, რომ რაღაცას მალავენ და ყველაფერი წესრიგში არ არის..

ახლა პარლამენტის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე საერთო წერილს ამზადებენ, ჩვენი მოთხოვნა ერთადერთია - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა შეწყდეს" აცხადებს რადას დეპუტატი 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს - ევგენი გრუშოვეცი მესამე პრეზიდენტის საქმეში ჩართვას გეგმავდა, თუმცა უფლებადამცველი საზღვარზე ისე გააჩერეს, რომ მიზეზი არავის აუხსნია. სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ახსნა-განმარტებას მთელი ღამის განმავლობაში თვითმფრინავის ბორტზე ელოდებოდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და დილას საკუთარ ქვეყანაში გააბრუნეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი