საჯარო მოხელეების საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა ხელისუფლებამ შიდა ქართლშიც. ამოცანა ერთია - გამგებლებმა და დეპუტატებმა ნებისმიერი გზებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი წამოიყვანონ დედაქალაქში, თუმცა როგორც ჩანს, ფულიც და სამსახურიდან გაშვების მუქარაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ბევრი ავტობუსი თბილისისკენ სანახევროდ ცარიელი გამოემართა.
გავრცელებული ინფორმაციით, გორის ახალი მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციას აანონსებს და შესაძლოა ის საჯარო მოხელეები, რომლებიც დღეს აქციაზე არ წამოვიდნენ, უსამსახუროდ დარჩნენ.
გარდა ამისა, იმის გამო, რომ "ოცნებამ" ვერ შეძლო ხალხის სასურველი რაოდენობით მობილიზება აქციაზე წამოსასვლელად, მათმა კოორდინატორებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს დღევანდელი აქციის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად იმართება, სადაც ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.