სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალე" შსს-სთან გიორგი რურუას მხარდამჭერს აქციას მართავს. ახალგაზრდებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებიანი ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი. ისინი აცხადებენ, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის რომ ის "მთავარი არხის" მეწილეა.
"შეცვალეს" წევრები გომელაურის უწყებასთან იმ სამართალდამცველების ფოტოებიც აქვთ მიტანილი, რომლებიც რურუას საქმის ფიგურანტები არიან.
სამოქალაქო აქტივისტების ამბობენ, რომ რურუას პოლიტპატიმრობას საერთაშორისო საზოგადოებაც აღიარებს იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალეულობას დაადასტურებს
"არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშირისო თანამეგობრობის ჩვენი პარტნიორები აღიარებენ იმას, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ერთ ერთი პოლიტპატიმარია გიორგი რურუა, რომელიც მხოლოდ იმის გამო ზის ციხეში, რომ ის არის მთავარი არხის წილის მფლობელი და ის აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო აქციებში, ამიტომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ის მოეშორებინა და ჩაუდო იარაღი. ჩაუდო იარაღს ვამბობთ იმის გამო, რომ ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს მის ტანსაცმელზე მეტალის კვალი რაც ნიშნავს იმას, რომ მას არავითარი იარაღი არ ჰქონია." განაცხადა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა დიმიტრი ბიძინაშვილმა
"შეცვალეს" წევრებმა აქციაზე სიმბოლური ხელბორკილებიც მიიტანეს, რომელსაც სამინისტროს კანცელარიაში დატოვებენ. ამ პერფორმანსით მათ სურთ იმის თქმა, რომ კონკრეტულად რურუას საქმის გამო, დამნაშავე სამართალდამცველები პასუხს აგებენ:
"ჩემთვის ამ აქციის მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ამ შენობაში ზიან არა პოლიციელები რომლებიც ემსახურებიან საქარველოს, არამდე ზიან ადამიანები, რომელებიც ემსახურებიან ივანიშვილს. სწორედ ამიტომ მოვიტანეთ ამ ადამიანების სურათები, რომლებმაც გიორგი რურუას უკანონო დაკავებაში მიიღებს მონაწილეობა. გიორგი რურუა არის აფხაზეთის ომის ვეტერანი და მისი ერთადერთი "დანაშაული" არის ის, რომ იგი აქტიური მონაწილე იყო ანტისაოკუპაციო აქციების და გვერდში დაუდგა "მთავარი არხის" ფუნქციონირებას, ანუ იბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვისაც. ჩვენ აქ მოვიტანეთ ბორკილები სიმბოლურად, რომელსაც კანცელარიაში დავტოვებთ" განაცხადა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ფარულავამ