"დაიწყოს აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი" - მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" ულტიმატუმს ვადა ეწურება

გამოქვეყნდა:

"დაიწყოს აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი" -  მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის"  ულტიმატუმი დღეს 12 საათზე იწურება. აქტივისტები ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებენ შეიკრიბონ და გიორგი კოხრეიძის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელონ.

"მე მიყვარს ბათუმის" აქტივისტი ალექსანდრე მილორავა უკვე მეოთხე დღეა აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობს. აქტივისტი პროტესტის მძიმე  ფორმის შეწყვეტას იქამდე არ გეგმავს,  ვიდრე მისი მოთხოვნები  არ დაკმაყოფილდება.

გიგო ჩხარტიშვილი შევიდა დეტალებში და მან გადაწყვიტა, რომ თითქოს ჩვენ ვერ ვერკვევით, თუ რა არის საჭირო იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ორი ადამიანის საჭიროება არის, რათა გამოთქვან სურვილი, რომ ისინი ემხრობიან იმპიჩმენტს. ბორდის ყველა წევრს მიეცემა საშუალება იმოქმედოს ისე, როგორც ისინი ფიქრობენ და თვლიან საჭიროდ, - ამბობს   ალექსანდრე მილორავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი