სამეგრელოში "უქმე დღეა" - საჯარო მოხელეები "შვებულებაში გავიდნენ" და თბილისში მოჰყავთ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებამ სამეგრელოში დღევანდელი დღე "უქმედ" გამოაცხადა - ზუგდიდში საჯარო სამსახურებში დასაქმებულები ადგილზე არ იმყოფებიან, ისინი "ოცნებამ" თბილისში, აქციაზე წაიყვანა. არსებული ინფორმაციით, არსებობდა სპეციალური კვოტაც, რომ თითო საჯარო მოხელეს დამატებით 5 ადამიანი უნდა წაეყვანა. 

არსებული ინფორმაციით, ადამიანების მობილიზება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც დაევალათ, რომლებიც "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ხელისუფლებამ დააფინანსა. 

თბილისში წასაყვანთა სიაში მეხანძრე-მაშველები, მასწავლებლები და ექიმებიც მოხვდნენ. საჯარო სამსახურებში დარჩენილები ამბობენ, რომ ყველა წასულმა პირმა წინასწარ შვებულება დაწერა.

"მე ვარ აქ, მეტი არავინ არაა და კანცელარია არის ჩვენი და გვერდით ოთახი. ჩვენთან არის 500 კაცი" - ამბობს დასუფთავების სამსახურის უფროსი, ნუგზარ მოლაშხია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება საჯარო სამსახურების თანამშრომლები აიძულა კანონი დაერღვიათ და თბილისში გასამართ აქციაზე წასულიყვნენ. 

პარალელურად, ზუგდიდში დღეს ოპოზიცია აქციას მართავს. 20:30-ზე ზუგდიდის მერიასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერები შეიკრიბებიან. 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი