
"ქართული ოცნების" აქციას მუსიკალურად გელა გნოლიძის ბენდი გააფორმებს. მუსიკოსები უკვე თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ სცენაზეა არიან და 5 საათისთვის ემზადებიან.
ხელისუფლება დედაქალაქში აქციას მართავს და ამბობს, რომ ეს საარჩევნო კამპანიის შეჯამება იქნება. აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდან კოლონებით მოჰყავთ საჯარო მოხელეები.