ადვოკატის შემდეგ, საქართველოში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და იუგენი სუშენკო, მისი მოადგილე, რომლებიც კიევიდან თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ.
ქვეყანაში არ შემოუშვეს არც ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღღლე, ალისია ბაცმანი.
ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა
ცნობილია, რომ უკრაინიდან სულ 6 ადამიანი ჩამოვიდა, მათგან თბილისში მხოლოდ ორი - რადას დეპუტატები იულია კლიმენკო და ალექსანდრ კოვალჩუკი შემოუშვეს.