ევროპული შოუ იქნება, ევროპული ხელისუფლება გვყავს - ბაკურ ბაკურაძის არგუმენტები 

გამოქვეყნდა:

რეჟისორი და დიზაინერი ბაკურ ბაკურაძე, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" აქციას აორგანიზებს ამბობს, რომ თავისუფლებაზე მაღალი კლასის, ევროპული პოლიტიკური შოუ იქნება. მისივე აზრით, დღეს ევროპული ხელისუფლება გყავს, რასაც ქვეყანაში ოპოზიციური არხების არსებობაც მოწმობს.

"იქნება კარგი მაღალი კლასის ევროპული პოლიტიკური შოუ. ევროპული ხელისუფლება გვყავს ნამდვილად. თქვნი ტელეკომპანიის არსებობა, ოპოზიციური არხების არსებობა, სიტყვის თავისუფლება, ის, რომ ტელეფონს არავინ არსად არ მალავს როცა საუბრობს. 

ოპოზიციურმა არხმა შეუძლია რაც უნდა ის დაარქვას, ეს მისი შუბლის ძარღვის საკითხია. ეს არის შემაჯამებელი ღონისძიება, იმ ჩატარებული უზარმაზარი საარჩევნო კამპანიის, რომელიც 4 თვის მანძილზე საქართველოში მიმდინარეობდა "ქართული ოცნების", - თქვა ბაკურ ბაკურაძემ. 

ადგილზე მისულმა მომღერალმა, ზუკა ხუციშვილმა კი თქვა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს და იქ საკუთარი საქმის გამო მივიდა.

ცნობისთვის, ხელისუფლების აქცია 5 საათზე დაიწყება, მანამდე "ოცნებას" რეგიონებიდან მხარდამჭერები და საჯარო სამსახურებში დასაქმებულები ავტობუსებით ჩამოჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი