არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები... - ღარიბაშვილის მიმართვა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს წინა ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილი გალანძღა "ქართულმა ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაიხსენა.

"არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ საქართველოს დასაკარგი და მოსაკვეთი არავინ ჰყავს. როგორი დანაშაულებიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი კონკრეტულ პირებს, ჩვენ მათ მოვქეცევით არა ისე, როგორც თავად იმსახურებენ, არამედ როგორ ამას ჩვენი ქვეყანა და თქვენ, ხალხი იმსახურებს. 

ჩვენ არ მოვექეცით მათ და არ მოვექეცით მათ ისე, როგორც მტრებს, როგორც თავად ექცეოდნენ წლების განმავლობაში ჩვენ ხალხს. ჩვენ მათ ჩვენი ღირსებით, მაგრამ მკაცრად და სამართლიანად ვაგებინებთ პასუხს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილს მადლობა აქციის პირველმა გამომსვლელმა "ოცნების" წევრმა ირაკლი ჩიქოვანმაც გადაუხადა და სავარაუდოდ, ყველა მომდევნო გამომსვლელი იგივეს გაიმეორებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი