
რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები და აქტივისტები უკვე თბილისს ტოვებენ. "ქართული ოცნების" აქცია სრულად 1 საათში დაიშალა, დაწყებიდან რამდენიმე წუთში კი მნიშვნელოვნად შეთხელდა.
შეკრებილებს ჯერ პრემიერმა ღარიბაშვილმა მიმართა, შემდეგ კი თავმჯდომარე კობახიძემ. ტრიბუნისათან გამოვიდა მერობის კანდიდატი კალაძე და "ოცნების" უცვლელი მინისტრი წულუკიანიც.
"ოცნება" მათივე პარტაქტივს კიდევ ერთხელ დაპირდა ნაციონალური მოძრაობის დასრულებას.
ავტორი: ნინკო გიგაური