"რა თქმა უნდა" - პაპუაშვილის პასუხი კითხვაზე, მოსწონს თუ არა 2021 წელს წარსულზე საუბარი

გამოქვეყნდა:

"რა თქმა უნდა" - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტს კითხვაზე, მოსწონს თუ არა 2021 წელს, ისევ წარსულზე საუბარი.

ჩვენ ეს გვახსენებს 2012 წლამდე, როგორი იყვნენ ეს ადამიანები. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ამცირებდნენ, რიყავდნენ, რეცხავდნენ, იჭერდნენ, ქონებას ართმევდნენ, დღეს ამას აკეთებენ სიტყვით და მათ ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნონ, ამას გააკეთებენ ძალით,- თქვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ასევე კითხვა დაუსვა ოპოზიციურ აქციებზეც და პაპუაშვილს უთხრა, რომ სხვა აქციებზე პოლიცია აქტივისტებს პლაკატის გაკვრის გამო აკავებს.

პაპუაშვილმა თქვა, რომ პოლიცია აკავებს მათ, ვინც კანონს არღვევს. ამის შემდეგ კი "მთავარის" ჟურნალისტმა მას ჰკითხრა, თუ რატომ არ დააკავა პოლიციამ ის ადამიანები, ვინც 5 ივლისს ძალადობრივ აქციაზე, მას ფიზიკურად დაუპირისპირდა, თუმცა პაუაშვილმა "მთავარის" ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმა ვერ გაიხსენა: "არ ვიცი თქვნზე ვინ იძალადა, პირველად მესმის. თქვენზე თუ ვინმემ იძალადა არ ვიცი",-თქვა შალვა პაპუაშვილმა.

თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" აქცია უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში იშლებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი