"დედას გაფიცებ, ეს მესიჯი გვარამიამ დაგიწერა თუ რომელმა?" - ღუდუშაური "მთავარის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

"დედას გაფიცებ, ეს მესიჯი გვარამიამ დაგიწერა თუ რომელმა?" - ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს. ჟურნალისტმა დეპუტატს ჰკითხა, რას ემსახურებოდა დღეს, 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია. 

დედას გაფიცებ, ეს მესიჯი გვარამიამ დაგიწერა თუ რომელმა? არ მგონია, რომ ასეთი უნიჭო იყო. ქართველ ხალხს რომ შეურაცხყოფას აყენებთ, ეს არ გიტყდებათ? აქტიური საარჩევნო კამპანიის ლოგიკური დასრულებაა ქართველ ხალხთან ერთად. სად არის ოპოზციია? ოპოზიცია არის გაფარჩაკებული, დამარცხებული, - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" აქცია დაწყებიდან 1 საათში დასრულდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი