
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს. ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულები ვართ. როდესაც საქმე ადამიანის ჯანრმთელობას ეხება, გამოცდილი მედიკოსების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ მის ჯანმრთელობას მონიტორინგს გამოცდილი ექიმების ჯგუფი უწევს, - ამბობს კელი დეგნანი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა და "ოცნების" ხელისუფლებამ თბილისში, დღის ბოლოს დააკავა. პროტესტის ნიშნად, ის დაკავების პირველივე დღიდან, უკვე 27-ე დღეა, შიმშილობს.