შეერთებულ შტატებში მიმდინარე აქციას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი მინეაპოლისის შტატში მოხდა. დაძაბულია მდგომარეობა ნიუ იორკისა და ატლანტას შტატებში, სადაც აქციები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
მომიტინგეებმა რამდენიმე შტატში ათობით შენობა დაწვეს. გაძარცვეს და დაარბიეს ტექნიკისა და სასურსათო მაღაზიები. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რამდენიმე შტატში, 25 ქალაქში კი კომენდნტის საათი მოქმედებს.
მინეაპოლისში საპროტესტო აქციაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შეიჭრა. აქციის მონაწილეებმა მძღოლი მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელისუფლების პოზიცია გააპროტესტეს თეთრ სახლთანაც. ამერიკული მედიის ინფომაციით თეთრი სახლის დაცვამ დონალდ ტრამპი სამალავში ჩაიყვანა, სადაც პრეზიდენტმა 40 წუთი გაატარა. 12 შტატში კი ეროვნული გვარდიის 5000-ზე მეტი წევრია მობილიზებული. პოლიციამ აქციის 300 -ზე მეტი მონაწილე, მათ შორის დააკავა ნიუ იორკის მერის ქალიშვილი. ნიუ იორკის მერი მკაცრად აკრიტიკებს ტრამპის პოლიტიკას.
მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ატლანტას მერი და დონალდ ტრამპს გაჩუმებისაკენ მოუწოდებს. კეიშა ლენსის განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერი თავის გამონათქვამებით მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ამ ქვეყანაში რასიზმისა და ძალადობის პრობლემა მთელი 400 წელია არსებობდა და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ უკეთესები ვიყოთ, მხოლოდ ჩვენი საუკეთესო საქმეები ვაკეთოთ. დონალდ ტრამპი უნდა გაჩუმდეს. ის საუბრობს და ამით არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ეს არის დრო, როდესაც უბრალოდ წყნარად უნდა იყო. ვისურვებდი, რომ მან საუბარი შეწყვიტოს.
ამერიკაში მიმდინარე აქციებს მხარდაჭერა ბრიტანეთში, ახალ ზელანდიასა და გერმანიაში გამოუცხადეს, სადაც ასობით ადამიანმა 46 წლის ჯორჯ ფლოიდის რასისტულ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა გააპროტესტა.
ახალი აქციები ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა დიდ ქალაქებში დაანონსებულია და ჯერჯერობით უცნობია, რა სახეს მიიღებს საპროტესტო აქციები.