"ოცნების" შავი ფული და შავი გაგების მოქალაქეები | როგორ აპირებს პარტია რუსთავში არჩევნების მოგებას

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" რეგიონული მმართველები დიდი ძალაუფლებითა და ფულით. სწორედ ისინი ხელმძღვანელობენ და მართავენ ე.წ. ზონდერ დაჯგუფებებს, რომელიც საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია.

ასე ხდება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გავლენინანი დეპუტატის ალექსანდრე დალაქიშვილის შემთხვევაში. "ოცნების" ბოსებთან და ოლიგარქთან დაახლოებულ პირებთან ახლო კავშირები დალაქიშვილისთვის ხელშეუხებლობისა და მოქმედების სრული თავისუფლების მთავარი გარანტიაა.

რუსთავის რუხ კარდინალად მონათლულ დალაქიშვილს ჩაბარებული აქვს შავი ფული და პარტიის არალეგალური ყულაბა, სადაც უკანონო საქმიანობით დალექილი ფული აკუმულირდება. დალაქიშვილი ქონებრივი მდგომაროებითაც გამროჩეული დეპუტატია. გასულ წელს მისი ერთ-ერთი კომპანიიდან 265 000 ლარის დივიდენედი მიიღო.

მის სახელზე იყო კიდევ ერთი საწარმო "კრიპტო სოლუშენში", სადაც დალაქიშვილს მითითებული აქვს, რომ შემოსვალაი არ მიუღია. და ეს მაშინ, როცა კრიპტოვალუტების ღირებულება იმავე პერიოდში რეკორდულად იზრდებოდა. მეტიც კომპანია ცოტა ხნის წინ დეპუტატმა საერთოდ გაყიდა. 

სავარაუდოდ სწორედ დალაქიშვილის პირადი ნაცნობობით, ბევრი შავი ფულით და მცირე რაოდნეობის მაგრამ საკმარისად შავი გაგების მოქალაქეებით "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ შეეცდება 30 ოქტომბერს საკუთარ მოქალაქეებს რუსთავში მორიგი საარჩევნო სპეცოპერაცია მოუწყოს.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი