
ზუგდიდში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი ანზორ მელია, ოპოზიციის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა და ზუგდიდელებს მიმართა. ანზორ მელიამ თქვა, რომ სიძულვილის ენა და ადამიანების დაყოფა უნდა დასრულდეს, მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ის ყველას მერი იქნება.
ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდელი ვარ. ზუგდიდის მერად არჩევის დროს, მე ვიქნები ყველას მერი. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად რომელ მხარეს არის, მთავარია, მას უყვარდეს საქართველო და სამშობლო. მე ვიქნები მათი მერიც, ვინც ხმა არ მომცა პირველ ტურში, მაგრამ ვისაც უყვარს სამშობლო და ფიქრობს, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე. გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ, -თქვა ანზორ მელიამ.
ამ წუთებში ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.