
პაატა ბურჭულაძე ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება. მან სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილს მიმართა და თქვა, რომ ქართველი ხალხი არასდროს დაემონება ივანიშვილის მონებს.
"ჩემო პრეზიდენტო, მე ვერ გეტყვი, რა უნდა გააკეთო შენ, უნდა იშიმშილო თუ როგორ უნდა გამოხატო შენი მდგომარეობა, მაგრამ ვიცი, რომ უკან დამხევი არ ხარ და ერთ რამეს გეუბნები ჩვენი სახელით, რომ საქართველოს ხალხი არასდროს დაემონება ბიძინა ივანიშვილის მონებს. ჩვენ არასდროს ვიქნებით მონების მონები. ჩვენთან ყოველთვის იქნება თავისუფლება და წინსვლა",-თქვა პაატა ბურჭულაძემ.