სინოდის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სასულიერო პირების დასჯას შეეხება, უკანონობა იქნება - მამა ანდრია სარია

გამოქვეყნდა:

7 თვიანი პაუზის შემდეგ წმინდა სინოდი შესაძლოა ისევ შეიკრიბოს. ამის შესახებ ინფორმაციას სინოდის ერთ-ერთი გავლენიანი მღვდელმთავარი, მეუფე გერასიმეც ადასტურებს. თუმცა რა საკითხებს განიხილავს სინოდი, ამაზე  ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი აღარ საუბრობს. 

სინოდი შეიკრიბება. სინოდის მერე გაიგებთ სინოდის გადაწყვეტილებას. სინოდის წინ არ ჟღერდება რა საკითხები იქნება განხილული, - ამბობს მეუფე გერასიმე.

"მთავარი არხისთვის" ცნობილია, რომ მღვდელმთავრების განხილვის თემა ბოდბელი ეპისკოპოსის ბოლოდროინდელი განცხადებები და საჯარო აქტიურობა იქნება. უმაღლესი იერარქები  მეუფე იაკობს სავარაუდოდ, გაფრთხილებას მისცემენ. არ არის გამორიცხული, სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის მიერ დაანონსებულ მეუფე პეტრე ცაავასთვის მღვდელმთავრობის სტატუსის ჩამორთმევასა და  მღვდელმონაზონი ანდრია სარიას დასჯის საკითხზეც იმსჯელონ. 

ყოფილი მღვდელმსახური მამა ანდრია სარიას აზრით, სინოდის მიერ მსგავსი გადაწყვეტილებები უკანონობაა. მისი განმარტებით, სინოდმა  არა სასულიერო პირების დასჯაზე, არამედ იმ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უნდა იმსჯელოს, რომელზეც ისინი საუბრობენ.  

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება მეუფე პეტრეს თუ ნებისმიერ სხვა საულიერო პირს, რომელიც ხმას ამოიღებს, ეს იქნება უკანონობა, იმიტომ, რომ სამსჯელო არის რაზეც ისინი კითხვებს სვამენ და არა ის, რომ ამ კითხვების გაუქმებას ცდილობდნენ და ადამიანების მოცილებას. ამით პრობლემა არ მოგვარდება, უფრო მეტად პრობლემა გაიზრდება. სასულიერო პირები იმიტომ არიან დღეს ჩუმად, რომ იმედი აქვთ, რომ სინოდი კიდევ ერთხელ გადასინჯავს თავის, ასე ვთქვათ, უკანონო გადაწყვეტილებებს და ბოლოს, მამა ათინოგენის გამოჩენაც, ერთ-ერთი სასულიერო პირის, რომელმაც ფაქტობრივად, ვერ დაიტია ამდენი უკანონობა კიდევ ერთხელ იმედი ჰქონდა მას სინოდი იმსჯელებდა, აფეთქდა და აგერ, გუშინ მივიღეთ კიდევ ერთი სასულიერი პირი,- აცხადებს მამა ანდრია სარია.  

როდის გაიმართება სინოდის სხდომა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით მისი გამართვა  უახლოეს ვადაში იგეგმება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი