119-ე სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი ჩაიშალა, ვითარების გასარკვევად განათლების სამინისტროსა და რესურსცენტრი ნაცვლად, "ქართული ოცნები" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა ოგბაიძის წარმომადგენელი მივიდა.
ადგილზე ანდრია კაპანაძის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. კაპანაძეს უკვე გათავისუფლებულმა დირექტორმა უთხრა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა განხორციელდა და სწორედ ამ მოტივით გაათავისუფლეს მოვალეობის შემსრულებლობიდან, რასაც კაპანაძის მხრიდან უარყოფა მოჰყვა, დირექტორის მომხრე მშობლები კი მან აქეთ დაადანაშაულა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტობაში. როგორც კაპანაძემ განმარტა, მას მოქალაქეები დაუკავშირდნენ შეატყობინეს, რომ სკოლაში მოსწავლეებს არ უშვებდნენ და ადგილზე სწორედ ამ ვითარებაში გასარკვევად მივიდა.
"რომ იცოდეთ, "ოცნება" ნიშნავს დირექტორებს რესურსცენტრები და სამინისტრო არაფერ შუშაია. 1 წელი რომ მოვალეობას ვასრულებდი და სუს-ის ფაილებში ჩემმა გვარმა გაიჟღერა არ იცოდი? - მიმართა ყოფილმა დირექტორმა კაპანაძეს.
თეა ბრეგვაძის გათავისუფლებას აპროტესტებენ მოსწავლეების მშობლებიც.
შეგახსენებთ, თბილისის 119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზად მისი დის შვილის, თენგიზ გიორგაძის "ნაციონალური მოძრაობის" წევრობას ასახელებს, ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" გუშინდელ აქციაზე არ მივიდა, რის გამოც შური იძიეს.
ბრეგვაძე სასწავლო დაწესებულებას ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა დაკავებული თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს, რომ დირექტორის მოადგილე და მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 27 ოქტომბერს აღნიშნული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თამარ თაბუაშვილი დაინიშნა, რის გამოც ბრეგვაძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
იხილეთ ასევე: