"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და გამგებლობის კანდიდატი, თენგიზ გიორგაძე ამბობს, რომ მისი დეიდა თეა ბრეგვაძე 119-ე სკოლის დირექტორის თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
როგორც გიორგაძემ აღნიშნა, თეა ბრეგვაძე მმართველ გუნდს არ ემორჩილებოდა და მათ პოლიტიკურ დავალებებს არ ასრულებდა.
"ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, "ქართულ ოცნებას" ყოველთვის აწუხებდა ის, რომ 119-ე სკოლის დირექტორი იყო მათთვის დაუმორჩიელებლი, არ ასრულებდა მათ დავალებებს, რაც ხდება მთელ საქართველოში, საარჩევნოდ დაორგანიზება ხალხის, დავალებების შესრულება და გუშინ იყო ბოლო აქცია მიყავდათ ბაღის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები, რაც ვერ გაკეთდა 119-ე სკოლაში, ეს აწუხებდათ მუდმივად მათ", - აღნიშნა თენგიზ გიორგაძემ.
მისივე თქმით, სკოლის დირექტორის მოვალეობის უკვე ყოფილი შემსრულებელი სუს-ის ჩანაწერებშიც იმიტომ მოხვდა, რომ მისი წინამორბედი პოლიტიკურ დავალებებს ვერ ასრულებდა და სკოლას რეალურად თეა ბრეგვაძე მართავდა.
ამ წუთებში სკოლის ტერიტორიაზე მოსწვალეების მშობლები, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი მომხდარს აპროტესტებენ და ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულების მისვლას ელოდებიან, თუმცა თამარ თაბიაშვილი და რესურსცენტირს თანამშრომლები ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილან.
ამავე თემაზე: