"50 ლარებს აძლევენ და ლამის არის დაგიჟდნენ, სადამდე ეყოფათ?" - კახეთში ამომრჩევლებს პირადობებს ართმევენ

გამოქვეყნდა:

ამომრჩევლებს სახელისუფლებო წარმომადგენლები პირადობის მოწმობებს ართმევენ, რის გამოც, მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდებათ. ასეთი ფაქტები მრავლადაა კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით თელავში, სადაც, 30 ოქტომბერს, მეორე ტურში, მუნიციპალიტეტმა მერი უნდა აირჩიოს.

"ქართული ოცნების" თელავის საარჩევნო შტაბში კატეგორიულად უარყოფენ პირადობების ჩამორთმევის ფაქტებს და ამბობენ, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია რეგიონში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი გიორგი ბოტკოველი კი ამბობს, რომ პირადობის დამადასტურებელ საბუთებს იმ ამომრჩევლებს ართმევენ, რომლებზეც ზუსტად იციან, რომ ოპოზიციას უჭერენ მხარს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ოცნების" შტაბიდან კახეთში გაცემულია ბრძანება, რომ ის მხარდამჭერები, რომლებიც 10-ზე მეტ პირადობას მიიტანენ, სანაცვლოდ 500 ლარს მიიღებენ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი