
ჩაგვბარდა კი არა, ჩვენ დავიჭირეთ - აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში მთელი ქართული ოცნება ამტკიცებდა რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არ იყო შემოსული და მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიხეილ სააკაშვილი საქარველოში დაკავებამდე რამდენიმე დღე იმყოფებოდა და თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა.
28 დღიანი შიმშილობა კი ღარიბაშვილისთვის "მასკარადი" და "თეატრია" :
"რაც შეეხება სააკაშვილის მორიგ მასკარადს და თეატრს. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მისი მცდელობა, ყველაფერი არის შოუ, რაც მან დადგა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ რამენაირად გადასულიყო კერძო კლინიკაში.
ერთდერთი მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ის ბინძური პროვოკაცია, რომელიც მას ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა" - აცხადებს ღარიბაშვილი