შეთანხმება ოკუპანტებთან?- ოპოზიციის ინფორმაციით, ენგურის ხიდი "ოცნებისა" ინიციატივით ჩაკეტეს

გამოქვეყნდა:

არჩევნების მეორე ტურის წინ, ენგურის ხიდი ისევ იკეტება. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლების მეირ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა, გადაადგილება ეკრძალება ყველას.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხიდის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა მმართველ პარტიასთან შეთანხმებით მიიღო, რადგან სპეციალურ, ე.წ. საშვებს ოკუპანტები მხოლოდ იმ პირებზე გასცემენ, ვინც არჩევნებზე მხარს მმართველ პარტიას უჭერს. მათ შორის არიან ენგურჰესის თანამშრომლები.

ენგურის ხიდი დღეიდან, სავარაუდოდ 1 ნოემბრამდე ჩაიკეტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი