"30 ოქტომბერს მე ვიმარჯვებ, ეს ვიცი ზუსტად" - კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

"პრემიერ ღარიბაშვილის ტალღას აზიან დღემდე'' - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის'', სენაკის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფია, ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის საქართველოდან უკრაინაში წასვლას გეგმავს და ამისთვის უკვე ბილეთიც ნაყიდი აქვს. 

იმდენად უჭირთ უკვე, რომ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს უკრაინაში მივდივარ, სადღაც ვინიშნები. პრემიერ ღარიბაშვილის ტალღას აზიან დღემდე.​ მინდა ვთხოვო ამ ადამიანებს, რომ  დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, მე დღეს სენაკში ვარ. რამოდენიმე სოფელში დღეს დილიდან ვხვდები 
უამრავ ადამიანს, ძალიან კარგად ვგრძნობ სენაკელების განწყობას. 30 ოქტომბერს მე ვიმარჯვებ, ეს ვიცი ზუსტად. ვიმარჯვებ სენაკის არჩევნებში 30 ოქტომბერს და 31 ოქტომბრიდან ჩვენ ვიწყებთ დიდ განვითარებას სენაკის მუნიციპალიტეტის, - ამბობს კობა ნაყოფია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი